მარშრუტი:  თბილისი-გელათი-მოწამეთა-ბაგრატი-სათაფლია-თბილისი
სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, კომფორტული მიკრო-ავტობუსი.
ხანგრძლივობა: ერთი დღე
კვება: ერთჯერადი
მანძილი: 575კმ
ფასი მიკროავტობუსით მგზავრობისას - 50 ლარი (16 ადამიანი)
ფასი ჯიპის ტიპის ავტომობილით მგზავრობისას - 170 ლარი (3 ადამიანი)

(ფასებში შედის: ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება )

 

 

 

 

გელათი-Гелати -Gelati
გელათი-Гелати -Gelati

 

გელათი

 

ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდ. წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს ქართული ხურორთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი გელათის მონასტერი (XII). გელათის მონასტერს საფუძველი XII საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ამ პერიოდში დაარსდა გელათში მონასტერი და აკადემია. აქვე მდებარეობს დავით აღმაშენებლის საფლავი.

 

 

 

ბაგრატი-Баграти-Bagrati
ბაგრატი-Баграти-Bagrati

ბაგრატი


ბაგრატის ტაძარი (X-XI) მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ იმერეთში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. 2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული. ( 2009 -2011 წელს ჩატარდა ტაძრის რეკონსტრუქცია. ბაგრატის ტაძარი შედის იუინესკოს უნიკალურ კულტურის ძეგლთა ნუსხაში.)

 

 

 

მოწამეთა-Моцамета-Motsameta
მოწამეთა-Моцамета-Motsameta

 

მოწამეთა

 

მოწამეთა (XI ) – სამონასტრო ანსამბლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოწამეთას მახლობლად. მდებარეობს გელათის მონასტრის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობაში. იგი აგებულია წმინდა ძმების დავითისა და კონსტანტინეს(მხეიძეების) უკვდავ საყოფად.

 

 

სათაფლია-Национальный заповедник Сатапли...
სათაფლია-Национальный заповедник Сатаплиа-Sataphlia

 

სათაფლიის ნაკრძალი

 

იმერეთის მღვიმეთა კომპლექსი ქ. ქუთაისიდან 10კმ-ში მდებარეობს. იმერეთის მღვიმეთა კომპლექსის ფართობი დაახლოებით 354 ჰექტარია. თავად სათაფლია ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიაზე გვხვდება კარსტული მღვიმეები. სათაფლიის ჰავა სუბტროპიკულია. ნალექების წლიური რაოდენობა 1900მმ-ს აღწევს. იანვრის საშუალო ტემპერატურა +4°C, ხოლო აგვისტოს +25°C.
სათაფლიას ნაკრძალი ნოტიო სუბტროპიკულ სარტყელში მდებარეობს. ნაკრძალის ტერიტორიის 98% დაფარულია ახალგაზრდა კოლხური ტიპის სუბტროპიკული ტყით. ტყეში დომინირებს წიფლნარი ტყე ბზის ქვეტყით და რცხილნარი ჯაგრცხილის ქვეტყით. წიწვოვანებიდან აქ ბუნებრივად გვხვდება უთხოვარი.
ნაკრძალის ტერიტორიაზე 67 სახეობის მერქნიანი მცენარეა აღწერილი, რომელთაგან 30 ხეა და 37 ბუჩქი, მათგან 59 სახეობა ფოთოლმცვენია, 8 მარადმწვანე. მერქნიან მცენარეთა თითქმის ნახევარი რელიქტურია. მათ შორისაა მესამეული პერიოდის რელიქტები: კავკასიური რცხილა, ქართული მუხა, აღმოსავლეთის წიფელი, წაბლი, იმერეთის ხეშავი, ჩვეულებრივი მურყანი, კოლხური ჯონჯოლი, ბზა და სხვა.
კოლხური ტყის ელემენტებიდან ნაკრძალში გავრცელებულია რვა სახეობა, ასეთებია: ჰართვისის მუხა, იმერული ხეშავი, შქერი, თაგვისარა, ძმერხლი, კოლხური ჯონჯოლი, მაღალი მოცვი და კოლხური ბზა. პოლტავის ფლორის ელემენტებიდან ბზა, კოლხური სურო, შქერი და სხვა.

 



 

 

menu

Как выбрать внешний диск. Внешний жесткий диск как выбрать самый подходящий. Какой внешний диск выбрать. Какой принтер выбрать. Какой выбрать лазерный принтер сегодня. Какой цветной принтер выбрать. Готовые программы на java. Изучаем java с нуля быстро. Как начать программировать на java. Бесплатные игры для планшетов android. Качественный samsung android планшет. Планшет android цена. Отдых в турции отели. Самый лучший отдых в турции. Отдых в турции отели цены. Wow дк гайд. Лучший wow фрост дк гайд. Wow дк танк гайд. Рабочие программы на языке python. Изучаем python с нуля. Язык python для начинающих. Бесплатые плагины для Joomla. Скачать joomla плагины бесплатно. Где скачать самые последние плагины на joomla.